ამერიკელმა დიეტოლოგებმა 6 პროდუქტი დაასახელეს, რომლებიც კანის სიჯანსაღეს უწყობს ხელს.
კაკაო – ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე მცენარეულ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. აბაზანის მიღებისას 1/3 ჩაის ჭიქა უცხიმო რძეში გახსნილი 1/8 ჩაის ჭიქა კაკაოს გამოყენება კი, სხეულის სიმკვრივეს უწყობს ხელს.
ნაღები – დიდი ოდენობით ცილებს შეიცავს, რომლებიც კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება. ნაღებისგან გაკეთებული სახის ნიღაბი ასუფთავებს ფორებს და კანს მკვდარი უჯრედებისგან წმენდს.
მარწყვი – ვიტამინ С-ს წყალობით, კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
ავოკადო – სილამაზის შენარჩუნების საიდუმლოდ მიიჩნევა. იგი ანტიბაქტერიული ნივთიერებებით და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებითაა მდიდარი, რომლებიც კანს სიგლუვეს ანიჭებს.
ჩაი – კანის სილამაზის შენარჩუნების კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან, მწვანე და თეთრი ჩაი, შავ ჩაიზე 2-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს.
ყავა – მზის სხივებისგან იცავს კანს. იგი კოლაგენისა და ელასტინის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რომლებიც ნაოჭების წამოქმნას ეწინააღდეგებიან.