ისრაელში არიე ნადლერი მუშაობს ახალ ტექნოლოგიაზე, რომლის მეშვეობითაც უსულო საგნები ადამიანებს გაუგზავნიან SMS-ებს.
ვისთვის არის ეს საჭირო? აი, რამდენიმე მაგალითი:
არიემ საკუთარ სახლში, შემოსასვლელი კარის საკეტზე დაამონტაჟა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მას უგზავნის მოკლე შეტყობინებებს: როდის გაიღო კარი, როდის დაიკეტა კარი, ვინ და რომელი გასაღებით გააღო იგი.
თუ კარებს შეამტვრევენ, პროგრამა სახლის პატრონს უგზავნის SMS -ს: „ყაჩაღები დაგვესხნენ, გამოუძახე პოლიციას“.
ასეთივე ხელსაწყო დაამაგრა თავის მობილურ ტელეფონზეც – დაივინგის მოყვარულებს შეუძლიათ წყლის ქვეშ გადასცენ ინფორმაცია თანაგუნდელებს, მაგალითად ასეთი: „ჰეი, თქვენ – უჩემოდ მიცურავთ“.
მებაღეებს არიე ურჩევს თავისი მოწყობილობის გამართვას ხეზე. როდესაც მცენარეს მოუნდება წყალი, ის იძლევა ნიშანს: „წყალი დამისხი, დამცხა“, ან „ ყველაფერი წესრიგშია, უკვე მომრწყეს“.