ზრდასრული პაციენტები, რომელთაც ბავშვობაში გადატანილი აქვთ ფსიქიკური ტრავმა, დგანან სტრესის შემდეგ გამოწვეული სიმსივნური პროცესის – კიბოთი ხელმეორედ დაავადების რისკის წინაშე. ახალმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ბავშვობაში განცდილი სიყვარულის დეფიციტი, განსაკუთრებით დედისაგან, ზრდასრულ ასაკში ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითებას და ზრდის ძნელად სამკურნალო დაავადების ალბათობას.
ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ, წარმატებული მკურნალობის შემდეგ, კიბოთი ხელმეორედ დაავადებული პაციენტები ბავშვობაში განიცდიდნენ დედობრივი სიყვარულის დეფიციტს, ხოლო რეციდივამდე ერთი წლით ადრე გადაიტანეს ფსიქიკური ტრავმა.
როგორც მკვლევარი კრის ფაგუნდესი აღნიშნავს, ასეთ პაციენტებს გამოუვლინდათ იმუნიტეტის და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტების იმუნური რეაქცია, ვინც ბავშვობაში მოკლებული იყო დედის ალერსს, 350%–ით დაბალი იყო ნორმაზე, ხოლო მათი, ვინც მოკლებული იყო მამის ყურადღებას – 140%–ით,.
ოჰაიოს ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი რონალდ გლეიზერი ამბობს, რომ მეცნიერებს ჯერაც ვერ დაუდგენიათ ის მიზეზები, რომლითაც სტრესი აზიანებს იმუნურ სისტემას.