2016 წელს სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე სასამართლოებში 401 შუამდგომლობა შევიდა.
შსს-ს ინფორმაციით, 401 შუამდგომლობიდან სასამართლოებმა 315 სრულად, 30 კი, ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე საგამოძიებო უწყებებს უარი 56-ჯერ ეთქვათ.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შუამდგომლობა დედაქალაქის სასამართლოებში შევიდა. სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 299 შუამდგომლობიდან 240 სრულად, 26 კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემდეგ მოდის ბათუმის სასამართლოები 22 შუამდგომლობით, ქუთაისი 19 შუამდგომლობით, რუსთავი 13 შუამდგომლობით და გორი 9 შუამდგომლობით. აღსანიშნავია, რომ რუსთავის სასამართლომ სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 13-ვე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე, 2016 წელს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში 79 შუამდგომლობა შევიდა, რომელთაგან სასამართლოებმა 69 სრულად, 3 ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, ხოლო 7 შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.