ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ესმე ფულერ-ტომსონმა დაადგინა, რომ მამაკაცების ინსულტით დაავადება პირობადებულია ყმაწვილობაში გადატანილი საოჯახო ტრავმით.
სტატისტიკის მიხედვით, ზრდასრული მამაკაცები სამჯერ უფრო ხშირად ხდებოდნენ ინსულტის მსხვერპლნი, თუ მათი მშობლები გასცილდნენ ერთმანეთს, ვიდრე ვაჟს 18 წელი შეუსრულდებოდა.
მეცნიერთა ვარაუდით აქ თავის როლს თამაშობს სტრესის ჰორმონი კორტიზოლი და ბიოლოგიური იმპრინტინგის (სტრესის გავლენით წარმოშობილი ბიოლოგიური ცვლილება ორგანიზმში) პროცესი.