ამაღამ საქართველოში ნალექი შეწყდება, მაგრამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
„ამაღამ მთელ საქართველოში ნალექი უნდა შეწყდეს, მაგრამ ძლიერ ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია -5-იდან -10 გრადუსამდე დაეცეს ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში -15, -18 მაღალმთაში -25 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, თბილისში კი -6, -8 გრადუსი იქნება.
მისივე თქმით, ძლიერმა აციებამ შესაძლოა ციტრუსოვან მცენარეების, განსაკუთრებით კი ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს, 31 იანვრიდან კი საქართველოს ზოგიერთ რაიონში ისევ თოვაა მოსალოდნელი.
ხვალ, დღისით, 31 იანვარს ზოგ რაიონებში ისევ მოსალოდნელია თოვლი, ასევე 1 და 2 თებერვალსაც ნალექი იქნება. ყინვები 2 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. დასავლეთ საქართველოში სავარაუდოდ -5 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ-ჯერობით ყინვები ისევ იქნება. 3 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა გარკვეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი“,_ამბობს ნიორაძე.
მისივე თქმით, ტემპერატურა 3 თებერვლიდან ნელ-ნელა მოიმატებს.
3, 4, 5 თებერვალი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს. 4 და 5 თებერვალს დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნება და 5- 10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით და ყინვებიც შესუსტდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შესაძლებელია 6 გრადუსამდე მოიმატოს ტემპერატურამ, თბილისში, ხვალ ყივნა ცოტა შესუსტებულია და -4 იქნება, 2 -ში უმნიშვნელო ყინვაა -7, 3-ში და 4-ში კი -2, -3 დაფიქსირდება“,_ამბობს ნიორაძე.