ამერიკელმა მკვლევარებმა დნმ-ის მოლეკულისგან წამლებისთვის მინიატურული "კაპსულა" შექმნეს. მიკროსკოპული მექანიზმები თავად პოულობენ სიმსივნის უჯრედებს და სასარგებლო ნივთიერებებს სწორედ ამ უბნებისკენ მიმართავენ.
დნმ-რობოტი ვისსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა შონ დუგლასმა და ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის მეცნიერმა იდო ბაჩელეტმა შეიმუშავეს.
ნანორობოტს უთავსახურო ცილინდრი წარმოადგენს, რომლის ორი ნაწილი სპეციალური მოლეკულა-საკეტებითაა დაკავშირებული.
მექანიზმის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას სიმსივნური და ჯანმრთელი ქსოვილების გარჩევის უნარი აქვს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იგი მყისიერად პოულობს დაავადებულ უჯრედებს. მიზნის აღმოჩენისთანავე ცილინდრი სიმსივნის საწინააღმდეგო ანტისხეულებს უშვებს მავნე ქსოვილისკენ, ჯანმრთელ უჯრედებს კი არ ეხება. შედეგად, სიმსივნური უჯრედები დაშლას იწყებს.