https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გაახმოვანეთ ეს ამბავი, მე კი სასამართლოს მივმართავ!”

16:01; 25.01.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრი, 63 წლის ელგუჯა გოგოტიშვილი 1 000 კვმ მიწის ნაკვეთის უსამართლოდ წართმევის გამო დავობს და მისი თქმით, დღემდე სამართალი ვერ უპოვია.

მას ხელთ აქვს მიწის კუთვნილების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც პრივატიზაციის დაწყების დროს, 1993 წელს აქვს მიღებული და დღემდე არსებული  კანონის მიხედვით, გოგოტიშვილი ნამდვილად ითვლება მიწის კანონიერ მესაკუთრედ. მას დოკუმენტიც გააჩნია 20 მეზობლის ხელმოწერით, რომლებიც ადასტურებენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნამდვილად მის საკუთრებაში იყო. სიმონ ჩავლეშვილი კი, რომელიც 25 წელი მუშაობდა ვაკიჯვარში სოფლის აგრონომად, თავიდანვე იყო საპრივატიზაციო კომისიის წევრი და ზეპირად იცის, თითოეულ კომლს საკუთრებაში სად და როდის მიუზომეს ნაკვეთები. თან  გაკვირვებულია, რის გაკეთება არ შეუძლია ამ "ეშმაკ" კომპიუტერსო.

"გურია ნიუსი" სოფელ ვაკიჯვარში,  ელგუჯა გოგოტიშვილის ოჯახში, ადგილზე გაეცნო ვითარებას. გოგოტიშვილს, მისივე თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, გვერდით მცხოვრებმა მეზობელმა, ანზორ ახვლედიანმა წაართვა და მოახერხა, მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის აღება, რომელშიც გაყალბებული ნახაზია წარმოდგენილი. კერძოდ, მას ხელთ აქვს მიღება-ჩაბარების აქტი, უპირველესი დოკუმენტი და ასევე, ვიზუალური დოკუმენტი _ ორთოფოტო, რომლის ნამდვილობაში, საპრივატიზაციო კომისიის ყოფილი წევრის აზრით, ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

_ ეს ტერიტორია ჩემს ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლთან მოშორებით მდებარეობს. ჩემი მშობლები აქ ცხოვრობდნენ. მერე გადასახლდნენ ცოტა მოშორებით. 1000 კვ.მ. ფართობი, რომელიც პრივატიზაციის დროს მომეკუთვნა, 20 წლის განმავლობაში ჩემი იყო. აქ მქონდა თხმელას ტყე და ვსარგებლობდი. 2013 წელს მეზობელმა, იქვე ახლოს მცხოვრებმა ანზორ ახვლედიანმა, რომელიც უსამართლოდ მედავებოდა აღნიშნულ ნაკვეთს, მომიჭრა თხმელას ხეები.  მისი ნაკვეთი აქედან, დაახლოებით, 70 მეტრი მანძილის დაშორებითაა.  ხეების მოჭრის გამო, პოლიციას მივმართე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სამართალდამცავებმა   ჩათვალეს, რომ ეს მეზობლური დავა იყო და მრავალგზის გვთხოვეს, შევთანხმებულიყავით. ხოლო ამ  დავის განმავლობაში ახვლედიანმა შპს "გეოპროექტის" მიწის მზომავები მოიყვანა. ეტყობა, მოატყუა, რომ მისი ნაკვეთი იყო და ასე დაისაკუთრა. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ამზომველს ვუთხარი, ეს ქმედება არასწორი იყო, არავინ მომისმინა.  ჩემი აზრით, ახვლედიანმა, ვიღაცეების დახმარებით მოახერხა ჩემთვის, ჩემს საკუთრებაში არსებული ნაკვეთის  წართმევა და  დოკუმენტურად მიისაკუთრა. მიწის მზომავმა, "გეოპროექტის" წარმომადგენელმა  ისეთი ნახაზი შეადგინა, როგორიც ახვლედიანმა უკარნახა და  არაფრად ჩააგდეს ჩემი დოკუმენტი, უამრავი მოწმის ჩვენება და თვით საპრივატიზაციო კომისიის წევრის მითითება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ტერიტორიულადაც და დოკუმენტურადაც  ჩემია, _ გვეუბნება ელგუჯა გოგოტიშვილი  და  ამბის გახმაურებას გვთხოვს:

_ გაახმოვანეთ ეს ამბავი, მე კი სასამართლოს მივმართავ _ კანონის  მცოდნე ადამიანებიც მარწმუნებენ, რომ აუცილებლად მოვიგებ, მაგრამ სამი წელია,  ისე მაწამებენ, ხან ვფიქრობ, იქნებ, სასამართლოზეც მოიძებნოს "კაცი" და ჩემი დოკუმენტით უკან გამომაგდონ. ამიტომ გთხოვთ, "გურია ნიუსმა" დაწეროს  ჩემი გასაჭირის შესახებ.

სოფელ ვაკიჯვრის ყოფილი აგრონომი სიმონ ჩავლეშვილი ადასტურებს, რომ  აღნიშნული ფართობი თვითონ მიუზომა პრივატიზაციის დროს ელგუჯა გოგოტიშვილს. თან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ნაკვეთს არსაიდან არ ესაზღვრებოდა ვინმე კერძო პირის ნაკვეთი:

_ დაახლოებით, 70 მეტრი მანძილის დაშორებითაა მოდავე მხარის ნაკვეთი, რომელიც, რატომღაც, კომპიუტერით გაკეთებული ნახაზის მიხედვით, მიბმულია გოგოტიშვილის ნაკვეთს. ეს არის სიყალბე! აღნიშნულ ნაკვეთზე თხმელას ტყეა. ეს  ფართობი 24 წლის წინ, საკუთრებაში მივუზომეთ ელგუჯა გოგოტიშვილს.  მას შემდეგ  სარგებლობდა თვითონ. ახალი ნახაზის მიხედვით,  ვიღაცამ მოდავე მხარის ნაკვეთი "აიღო" და "მიუსვა" გოგოტიშვილის ნაკვეთს. რანაირად უნდა შეადგინო ისეთი რუქა-ნახაზი, სადაც ნაკვეთები, რომელთა შორის 70 მ. მანძილია, აიღო და ერთმანეთს  ისე შეატყუპო, ნახაზი სხვას აჩვენებდეს და ადგილზე მისულს სხვა ფაქტი დაგხვდეს?! ამას ჰქვია გაყალბება! ისე, ამზომველი იმას გააკეთებდა, რასაც ადგილზე მიმყვანი ეტყოდა. იმასაც საიდან ეცოდინებოდა, მოდავე მხარეებს შორის ვისი რა იყო? თუმცა, ადამიანს ხომ უნდა მოუსმინო და არ უნდა დაჩაგრო? ნახაზის მიხედვით, უკვე გოგოტიშვილის ფართობის ნაწილი ახვლედიანის საკუთრებაში შედის, ხოლო გოგოტიშვილს ეუბნებიან, შენი ფართობი იქეთ არისო და გზის ნაწილზე მიუთითებენ, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტში არსადაა დაფიქსირებული და არც  შეიძლება ყოფილიყო, რადგან  გზის შეღობვის უფლება არავის აქვს.  მოკლედ, ადგილზე მისვლით, ადამიანი უცებ მიხვდება, რომ ფაქტი სხვაა და ნახაზი აშკარად ყალბია. მე სიმართლეს ვამბობ და რომელიმე მხარეს არ წარმოვადგენ.  დღეს სასამართლოს არანაირად არ გაუჭირდება აქ  სიმართლის გარკვევა და  იმის დადგენა, არის თუ არა ელგუჯა გოგოტიშვილის მიწის საკუთრების დოკუმენტში მითითებული ფართობი მისი, _ გვეუბნება სიმონ ჩავლეშვილი და ორ სურათს, გოგოტიშვილის ნაკვეთის ორთოფოტოს (კოსმოსიდან გადაღებულს) და კომპიუტერის მეშვეობით შედგენილ ნახაზს ღიმილით დასცქერის, რის გაკეთება შეუძლია ამ "ეშმაკ" კომპიუტერსო.

შპს "გეო პრეოქტის" დირექტორი მინდია თავაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ზუსტად არ ახსოვს,  ვის, სად, რა მიუზომა, რადგან ძალიან ბევრი ნაკვეთის აზომვით ნახაზს აკეთებს:

 _  მე ნახაზს ყოველთვის ვაკეთებ ისე, როგორც მეტყვის მოქალაქე, ვისიც არის ფართობი.  სადავო საქმეებს კი არკვევს სასამართლო და უმჯობესია, გოგოტიშვილმა შეიტანოს სარჩელი.

ელგუჯა გოგოტიშვილის მოდავე, სოფელ ვაკიჯვრის მკვიდრი  ანზორ ახვლედიანი "გურია ნიუსთან" ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ 60 წლის კაცი ვარ და არ ვიცი, რაა ჩემი?!  თვითონ მიიზომა უკანონოდ. ხეები უნდა რომ ჰქონდეს და მოჭრას. მე ბავშვობაში მანდ დედაჩემს ჩაის ვაკრეფინებდი და მახსოვს, ვისიც იყო. მე მაქვს დოკუმენტი, რომ ეს ნაკვეთი ჩემია და ის იუსტიციის სახლში ინახება. რაც შეეხება ვიღაცეების მოწმეებად აყვანას, მისნაირები არიან, საქმე არ აქვს და დარბის, ეხვეწება ვიღაცეებს, თქვით, რომ ჩემიაო.  მე არ მცალია აქეთ-იქით სარბენად.  იქ მოთხრილი ხეები მოვჭერი. კიდევ არის, მივალ საბჭოში, ავიღებ საბუთს და მოვჭრი ისევ, რა მისი საქმეა? წავიდეს მერე და იჩივლოს. მიმართოს სასამართლოს.

_ ბატონო ანზორ,  გოგოტიშვილი ამბობს, რომ თქვენ "ვიღაცეების" დახმარებით მოახერხეთ მისი ნაკვეთის ხელში  ჩაგდება და სასამართლომდე მედიას მიმართა. თვითონ ასეთი ფორმით ცდილობს, დაიბრუნოს ნაკვეთი.

_ ვიღაცეები მან მოისყიდა, დარბის ყველგან.  წავიდეს, მიმართოს სასამართლოს და სადაც უნდა იქ წავიდეს, მე მაქვს დოკუმენტი, _ ამბობს ანზორ ახვლედიანი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11 თებერვალი, 2026

"მუნიციპალიტეტებს სახელმწიფომ არ გადასცა საკმარისი ქონება და ფინანსები"

რუსეთი 2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო