დრამატურგ და საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძეს თავისი დეიდაშვილისთვის, პოეტ მამია გურიელისათვის შეუთავაზებია ,,ხელის-არ-ჩამომრთველთა” საზოგადოების დაარსება: არ გავუწოდოთ ხელი არც ერთ ქართველს, რომელიც სამშობლოს განუდგა, საკუთარი კარიერისა და კეთილდღეობისათვის ერის სამსახური დაივიწყა და დამპყრობელის მოხელე ან ყურმოჭრილი მონა-მორჩილი გახდაო.
მამია გურიელს ნაღვლიანი ღიმილით მიუგია: ჩემო გიორგი, ეგენი იმდენი არიან, რომ მაშინ მე და შენ ხელები გულზე უნდა დავიკრიფოთ და ისე ვიაროთო…
ირაკლი მახარაძე