REUTERS-ის ინფორმაციით, ევროსაბჭო აღიარებს, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი.
ევროსაბჭოს ანტიკოროფციულო ორგანიზაცია, GRECO მიესალმება სამხრეთ კავკასიის ქვეყნის პოზოტიურ განვითარებას და ქვეყანაში საჯარო მოხელების, მოსამართლეებისა და მაღალი რანგის პროკურორების მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენისა და მონიტორინგის დაწესებას, რაც დაკავშირებულია შემდგომში საკანომდებლო პროცესის გამჭირვალობის გაღრმვებასთან ყველა კანონპროექტის გამოქვეყნების გზით და მუწოდებს დეპუტატებს ინტერესთა კონფლიქტების სავალდებული გასაჯაროებისკენ.
GRECO-ს განცხადებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სასამართლო რეფორმის გაგრძელება და ორგანიზაცია მიესალმება პროკურატურის დეპოლიტიზაციის შესახებ მიღებულ რეფორმას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წესები გავრცელდეს ყველა პროკურორზე, რომ ისინი პრაქტიკულად ეფექტური იყოს და მუდმივად განიხილებოდეს“,_აცხადებენ GRECO-ში.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი :_„ახლა რეფორმა უფრო ეფექტურად უნდა განხორციელდეს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დამატებითი ღონისძიებები მომავალში მთავრობის გავლენის შესამცირებლად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროკურორის არჩევის პროცედურის დანიშვნასა და პროკურატურის საქმიანობაზე“.
როგორც ცნობილია, საქართველოში, მასე შემდეგ რაც 2012 წელს ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს არჩევნები წააგო, ათობით ყოფილი მაღალჩინისანი არის ნასამართლევი სხვადასხვა ბრალდებით.
დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულები არიან, რომ ახალი მთავრობა იყენებს შერჩევით სამართალს და პოლიტიკურ დევნას ოპონენტების მიმართ ქვეყანაში, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური მეტოქეობის წერტილია.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველო ცდილობს ნატოსა და ევრო კავშირთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.
როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს შემადგენლობაში 47 წევრია და ხელს უწყობს ევროპაში ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას.
მისი მიზანია გააუმჯობესოს კორუფციასთან ბრძოლის შესაძლებლობები და ანტიკორუფციული სტანდარტების შესრულების კონტროლი.