სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროსა და უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ე.წ სამხრეთ ოსეთის პასპორტების გაცემა მკაცრი კონტოლის ქვეშ მიმდინარეობს და ყველა დოკუმენტის ბლანკი, რომელიც პასპორტების დასამზადებლად გაიცემა, შინაგან საქმეთა განყოფილებაში ინახება.
http://sputnik-ossetia.ru -ის ინფორმაციით, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ ცხინვალში მოხვედრას.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვინდა განვაცხადოთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში უწყებიდან დატაცებულ იქნა 10 000 ცალი 2006 წლის საპასპორტო დოკუმენტის ბლანკი, შესაბამისი დამადასტურებელი ბეჭდებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და ბლანკების ნომრები რუსეთის სასაზღრო გამშვებ პუნქტებს აქვთ გადაცემული. მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი, ვინც საზღარს გადმოკვეთს, აგრეთვე მკაცრად მოწმდება პასპორტების გაცემის პროცედურა“, _ ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.