იემენში ჰუტის ამბოხებულებსა და მთავრობის მხარდამჭერ კოალიციას შორის საომარი მოქმედებების შედეგად 10 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღუპულთა რაოდენობა ხაზს უსვამს, რომ სიტუაცია, რომელიც 21 თვეზე მეტია უკვე გრძელდება, უნდა მოგვარდეს“,_აცხადებენ გაეროში.
როგორც ცნობილია, კონფლიქტი ჰუტისსა და მთავრობას შორის 2015 წლის მარტში დაიწყო.
„შეფასებით ამ კონფლიქტში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თითქმის 40 000 კი დაშავდა“, _ აცხადებს გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი ჯეიმი მაკგოლდრიკი.
მისივე თქმით, 7 მილიონი ადამიანისთვის უცნობია, თუ რა იქნება მათი მომავალი საკვები.