ინგლისელი მხატვარი საიმონ ბეკი ყოველ ზამთარს საკმაოდ დიდ დროს ატარებს ფრანგულ კურორტ ლესარესში. იცვამს წყლის თხილამურებს და თოვლზე გამაოგნებელი სილამაზის ნაყშები და მაქმანები გამოჰყავს. ერთი შედევრის შექმნას საიმონი ექვს საათს ანდომებს.
ორი წლის წინ მსოფლიოში ერთ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: იანვრის ბოლო კვირას ახალი დღესასწაული – თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თოვლი ადამიანის ფანტაზიას აძლიერებს და ზოგიერთი განსაცვიფრებელ შენობებსა და სკულპტურებს ქმნის ამ თეთრი, ბუნებრივი მასალისგან, რასაც აღფრთოვანებაში მოყავს მნახველები.
იაპონიაში დიდი თოვლი არ აშინებთ. ისინი 4-5 მეტრი სიმაღლის თოვლში გამაოგნებელ ლაბირინთებსა და სვეტებიან დარბაზებს ჭრიან.
მოქანდაკე ბრენტ კრისტენსენი ყინულის კოშკების შენებაში დაოსტატდა. უნიკალურია მისი მეთოდი – ის საშენ მასალად ყინულის ლოლუებს იყენებს. მისი ყინულის კოშკი 7,5 მეტრი სიმაღლისაა. იქ გამოქვაბულიც არის, გვირაბებიც, უზარმაზარი სლოდ-შოუ, ბარი და გასართობი – საციგურაო დარბაზიც. ღამე ეს კოშკი ჯადოსნური სანახავია.
ფიფქი ჯადოსნური „ქმნილებაა“. არც ერთი ფიფქი არ ჰგავს ერთმანეთს. უბრალოდ, ისინი იქამდე დნებიან, სანამ ბოლომდე აღიქვამ მათ მშვენიერებას. პირველი ადამიანი, ვინც სცადა, ფიფქის უნიკალურობა დაეფიქსირებინა და „შეენახა“, იყო უილსონ ბენტლი. მან ამ საქმეს ლამის მთელი ცხოვრება შეალია. დღეს ბენტლის მიერ გადაღებული ფიფქების ფოტოები გამოფენილია მსოფლიოს ცნობილ გალერეებში და თითოეული 4 800 დოლარად არის შეფასებული.
ეგვიპტელების მინიმუმ სამ თაობას თოვლი მხოლოდ ფილმებში აქვს ნანახი, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოხდა საოცრება და 2013 წლის ბოლოს აფრიკის ამ ნაწილში, პირველად 120 წლის განმავლობაში, მოთოვა ისე, რომ პირამიდებიც კი თოვლმა დაფარა. ვარაუდობენ, რომ კიდევ 120 წელი გავა, ვიდრე ეგვიპტეში ხელმეორედ მოთოვს.