საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. ოხანაშვილს საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი და პატრიარქთან დაახლოებული პირი ვანო კობაიძე ჩაანაცვლებს, _ ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “იბერიამ” გაავრცელა.
თუმცა, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსო ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა, თავად ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა რომ ის უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს ჩაატარებს, სადაც არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრებს.