სლოვენიაში ერთ სქესიანთა ქორწინება ნებადართული გახდა, თუმცა მათ შვილის აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პირველი ლესბოსელი წყვილი შაბათს დაქორწინდება.
„ჩვენ ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ პირველად შევასრულებთ ერთსქესიანიწყვილის დაქორწინების რიტუალს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ქორწინება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის, სადაც ადამიანებს თანაბარი უფლებები აქვთ“,_განაცხადა სლოვენიის მეორე უდიდესი ქალაქის, მარიბორის სტრუქტურული ერთეულის ქორწილებზე პასუხისმგებელმა პირმა, ქსენიჯა კლამფერმა.
როგორც ცნობილია, ერთსქესიანთა ქორწინება ასევე დაშვებულია ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში და ევროკავშირის წევრს სხვა ქვეყნებში.