მსოფლიო პრაქტიკაში პირველად, ჰეტებორგის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა და შალგრენსკის ჰოსპიტალის თანამშრომლებმა, 10 წლის გოგონას ღეროვანი უჯრედებისგან ვენა გამოზარდეს. ჩამოყალიბებული იმპლანტანტი კი, თავად გოგონას გადაუნერგეს.
გადახრების გამო ბავშვს ღვიძლსა და ნაწლავებს შორის სისხლის მიმოქცევა დარღვეული ჰქონდა, რამაც შიდა სისხლდენისა და სიკვდილის რისკი წარმოშვა.
ხელოვნური ორგანოს საფუძვლად, მეცნიერებმა გარდაცვლილი ადამიანის ვენა გამოიყენეს. შემდეგ მისი ქსოვილები სადეზინფექციო საშუალებებით გაწმინდეს, და გოგონას ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედებით დაფარეს. ეს ღეროვანი უჯრედები მეცნიერებმა მისი ძვლის ტვინიდან მიიღეს.
იმპლანტანტმა ნორმალური სისხლის მიმოქცევა უზრუნველყო და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესა. მკურნალობის მეთოდის უსაფრთხოდ ცნობის შემთხვევაში, მას პრაქტიკაში დანერგავენ.