მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ადამის სამოთხიდან განდევნას მოიხსენებს. ამ დღეს ეკლესიაში ხდება გახსენება ადამის განდევნისა სამოთხიდან, თუ როგორ დაკარგა მან ამპარტავნებით უფლის წიაღი. გაუსინჯა რა ადამიანმა პირველად გემო ცოდვას, გამოსცადა ტანჯვა-ღმერთთან გაშორებისა, იმთავითვე გაჩნდა საჭიროება სინანულის, ღვაწლისა დაკარგული სამოთხის დასაბრუნებლად. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობდა „ამპარტავნება მანკიერებათა დედაა“. მიტევების დღე კი ერთგვარი ბრძოლაა საკუთარ თავში დათრგუნოს ადამიანმა ეს უდიდესი ცოდვა თავმდაბლობით, სინანულით მოყვასისა და უფლის წინაშე პატიების თხოვნით.
დღეს ყველა ქრისტიანი შენდობას ითხოვს ერთმანეთისგან და ტაძარში ამის შემდეგ წაიკითხება საყოველთაო შენდობის ლოცვა.
მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს აღდგომისათვის. დღეს შენდობის თხოვნის ტრადიცია ეკლესიაში სულდება, როდესაც წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმსახური განურჩევლად იერარქიული საფეხურისა მრველისაგან ითხოვს პატიებას.