საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, უსაფრთხოების პოლიტიკაში საერთო ეროვნული მიდგომის შემუშავებასთან დაკავშირებით ფართო დისკუსიას იწყებს.
ამ ინიციატივის შესახებ, 25 თებერვალს, პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა.
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებით განახლებული ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია იმ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება – მსოფლიო კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ღია და დაფარული ჰიბრიდული ომები, ნებისმიერ ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, რომლის ნაწილი ოკუპირებულია, აიძულებს მოქნილი პოლიტიკა შეიმუშავოს, უპასუხოს ტემიმართულებით მუშაობის წარმართვა სჭირდება.
საართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში საზოგადოებას შესთავაზა ფართოდ გაიშალოს მსჯელობა ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად ისე, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ ვიწრო პროფესიული წრეებმა, არამედ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებმაც მიიღონ მონაწილეობა და რეგიონებიც ჩაერთონ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს აპარატის გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მოიცავს რეგიონებში შეხვედრების ციკლს, საზოგადოების ფართო ჩართულობას უსაფრთხოების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ახალია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და მთავარია, იგი შედეგის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
ამ პროცესში მედიის, როგორც ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტის ჩართულობაზე ისაუბრა საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვნელმა ია მამალაძემ.
“ყველაზე მნიშვნელოვანია ფართო კონსენსუსის მიღწევა; თუკი ეს პროცესი არ იქნება რომელიმე ინსიტუციის მიერ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებული, სულაც არ აქვს მნიშვნელობა რომელი ჯგუფის მიერ, და ყველა სექტორი, ხელისუფლება, თითოეული მოქალაქე მიხვდება, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დღეს არაფერია, ცხადია, შედეგსაც მივიღებთ,“ _ თქვა ია მამალაძემ.
საქართველოს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებით განახლებული ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს გარკვეული გეგმა აქვს დასახული, რომლის რეალიზება პრაქტიკულად დაწყებულია.