სიცილიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ვულკანიდან ლავა იფრქვეოდა, რომელიც ამჟამად მთაზე მიედინება.
ექსპერტების თქმით, ამოფრქვევა საშიში არ არის.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოთხილამურეები ვულკანის თოვლიან ფერდობზე ამ დრომდე სრიალებენ.
როგორც ცნობილია, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს კატანიას აეროპორტი.