კალიფორნიაში, კერძო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 სერიოზულად დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, შეჯახების დროს საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა, რის ჩაქრობასაც მეხანძრეები ცდილობდნენ.
ადგილობრივი წითელი ჯვრის ცნობით, მომხდარის გამო 5 ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ,
მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.