ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ე.წ. ციანიდის საქმეზე საჯარო განცხადებებს გამოძიების დასრულებამდე აღარ გააკეთებს. ამის შესახებ ეპარქიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისათვის.
ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს.
მოგიწოდებთ ყველას თავი შეიკავოთ სხვადასხვა ვერსიების გავრცელებისაგან” _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე: ექსკლუზიური ინტერვიუ მეუფე დიმიტრისთან _ ვინ არის “ჩიტი, რომელიც ბრდღვნად არ ღირს”
ექსკლუზივი _ რატომ აპირებს პროკურატურა მეუფე დიმიტრის დაკითხვას