სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს.
მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია მისი წილების ყოფილ თანამფლობელს, ქიბერ ხალვაშს მიაკუთვნა, „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
როგორც „გურია ნიუსს“ რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა სანდო წყარომ აცნობა, სტრასბურგის სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება მალტელმა მოსამართლემ, ვისენტე დე გაეტანომ მიიღო.
THE DAILY MAIL-ის ინფორმაციით, მალტელი მოსამართლე, ვისენტე დე გაეტანოს მოსამართლეობამდე აკადემიკოსის სტატუსი ჰქონდა, შემდეგ გენერალური პროკურორის მდივანი, ხოლო ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში ჩასვლამდე, მალტის მთავარი იურისტი.
MALTA TODAY-ის ინფორმაციით კი, ვისენტე დე გაეტანო ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მოსამართლედ 2010 წელს აირჩიეს.
როგორც ცნობილია, მას მხარი ევროპის საბჭოს პარლამენტის ასამბლეის 210 წევრიდან 114-მა დაუჭირა.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ კენჭისყრაში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელსაც 100 მომხრე ჰყავს.
მალტელი მოსამართლე გაეტანო ჟურნალისტების თავისუფლებას იცავს. ამ სათაურით გამოაქვეყნა TIMES OF MALTA-მ სტატია, რომელიც ფინელი ჟურნალისტის პატიმრობას შეეხებოდა.
მაუწყების ინფორმაციით, მოსამართლე არ დაეთანხმა განჩინებას, რომელიც ფინელი ჟურნალისტის დაპატიმრებას ამართლებდა.
როგორც ცნობილია,გაეტანოს გადაწყვეტილებას კვიპროსელი მოსამართლე, ჯორჯ ნიკოლაუსი მიემხრო.
გავრცელებული ცნობით, ფინელი ჟურნალისტი, მარკუს ვეიკო პენტიკაინენი დემონსტრაციაზე სამართალდამცავების დაუმორჩილებლობის გამო დააპატიმრეს.
როგორც ცნობილია, ფინელი ჟურნალისტი ერთ-ერთი იყო 210 ადამიანიდან, რომლებიც 2006 წლის აგვისტოში დემონსტრაციის დროს სამართალდამცავების დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
მაუწყებლის ცნობით, 34 წლის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, ჰელსინკში აზიისა და ევროპული მხარეების შეხვედრის წინა დღეს გამართული დემონსტრაციის გაშუქებისას დააპატიმრეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა პრესკარტა და სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ჟურნალისტი იყო.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბრალის წაყენებამდე 18 საათით ადრე დააპატიმრეს, ხოლო ბრალი პოლიციის დაუმორჩილებლობაში დასდეს.
როგორც ჟურნალისტმა ადგილობრივ და ევროპულ სასამართლოებს განუცხადა, მას ეგონა, რომ პოლიციამ ტერიტორიის დატოვება მხოლოდ დემონსტრანტებს მოსთხოვა.
გავრცელებული ცნობით, ძალადობის ნიშნად ბოთლებით, ქვებით და საღებავებით სავსე ქილებით საჯარო თავშეყრის ადგილი გავსებული იყო, ხოლო პოლიციაც დემონსტრაციის დაწყებმადე იყო მობილიზებული.
როგორც ცნობილია, მედიის წარმომადგენლებისთვის ცალკე ადგილი იყო გამოყოფილი და მათ შეეძლოთ თავისუფლად და უსაფრთხოდ თვალყური ედევნებინათ სიტუაციისთვის და გაეშუქებინათ დემონსტრაცია.
თუმცა, დემონსტრაციის დაწყებიდან ცოტა ხანში ბუნტმა იმატა, რის გამოც დამონტაჟებული დინამიკები გამორთეს და სამართალდამცავებმა შეკრებილ ხალხს ადგილის დატოვება მოსთხოვეს.
გარდა ამისა, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიას ალყა შემოარტყა.
თუმცა 20-მდე ადამიანი, მათ შორის პენტიკაინენი აქციის ტერიტორიაზე დარჩა, რის გამოც, დააპატიმრეს.
ჟურნალისტის დაპატიმრება ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა გააკრიტიკეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროპის სასამართლო არასაკმარისად იცავდა ჟურნალისტთა უფლებებს და მედიის როლს საზოგადოებრივი დემონსტრაციების გაშუქებისას.
მოსამართლეების თქმით კი, ჟურნალისტის დაპატიმრებით ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი არ დარღვეულა, რაც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
როგორც ცნობილია, ფინელმა ჟურნალისტმა საქმის ევროპული სასამართლოსთვის გადაცემამდე 2-ჯერ გაასაჩივრა მისი დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება,მაგრამ მოსამართლეები ამტკიცებდნენ, რომ პროფესიონალი ჟურნალისტი დემონსტრაციაზე ყოფნისას სხვა დემონსტრატებისგან არ განსხვავდება და მას სისხლის სამართლის დანაშაულის მკაცრი შეზღუდვები დააკისრეს.
“მისი დაკავება, პატიმრობა, დევნა და მსჯავრდება სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ადვილია, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეყო გამბედაობა თავისი მოვალეობით ხელი შეეწყო საზოგადოების ინტერესისთვის”,_აცხადებდბენ ორი მოსამართლე, რომლებიც სხვა მოსამართლეების აზრს ეწინააღმდეგებოდნენ.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო წესით არ იყო გამართლებული საზოგადოების ინტერესის გადაფარვა და რომ თანასწორობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფალი პრესის უსაფრთხოება გაიმარჯვებს.
გაახანგრძლივებს თუ არა შეჩერების მექანიზმს „რუსთავი 2“-ის საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 8 მარტს გახდება ცნობილი.