ჯონი ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება.
გურამ იმნაიშვილი, ლანჩხუთი:
_ იმდენი პოლიტიკოსია საქმეში ჩარეული, რომ საქმე აშკარად პოლიტიკურ დატვირთვას იძენს.
გივი ქურიძე, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს.
ლერი ჯანაშია, ლანჩხუთი:
_ ძალიან ბუნდოვანი საქმეა.
ვაჟა ჩხიკვიშვილი, ჩოხატაური:
_ ვფიქრობ, რომ უსამართლობაა.
ქეთევან ლორია, ჩოხატაური:
_ მართალია, ზოგჯერ სიმართლეს ამბობენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს აბუქებს ეს ტელევიზია. ჩემი აზრით, არაფერია აქ გასაოცარი _ როგორც ვიცი, ხალვაშს ეს ტელევიზია ძალით წაართვეს და თუ აქვს შანსი, რატომ არ უნდა დაიბრუნოს?!
რევაზ კუტუბიძე, ჩოხატაური:
ვახტანგ სიორიძე, ოზურგეთი:
_ ეს არის სამართლიანობის აღდგენა.
ზესნახე ერქომაიშვილი, ოზურგეთი:
_ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ “რუსთავი 2 ” ეკუთვნოდა ხალხს, თავისუფალი აზრიც ეკუთვნის ხალხს და ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება.
ნონა გოგუაძე, ოზურგეთი:
_ ვფიქრობ, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენა.