ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია მიმდინარეობს. კამპანია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებას ესწრებიან: საზოგადოების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს მმართველი გუნდი.