24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
პროექტის ჯამური ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, სამუშაოებზე დასაქმებულია 200 -ზე მეტი ადამიანი. ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ტურისტები და დამსვენებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შედეგად კიშემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შეიქმნება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაეცნო.