სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
კერძოდ: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „შრომიუბანი“ ძალოვანი ტრანსფორმატორის დიაგნოსტიკის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის სოფლებს: ღრმაღელე, ჩოჩხათი, სულ 1347 აბონენტს.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ჯუმათი“ ძალოვანი ტრანსფორმატორის დიაგნოსტიკის მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ოზურგეთის მომსახურეობის ცენტრის სოფლებს: ჯუმათი, იანეთი, ბაილეთი, სულ 888 აბონენტს.
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.