საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან გამართა შეხვედრა.
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი ივნისიდან გიორგი დოლიძე დაინიშნა.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის 15 ივნისიდან გელა დუმბაძე;
მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის 1 აპრილიდან ნიკოლოზ აფხაზავა.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2017 წლის 15 ივნისიდან ილია დარჩიაშვილი.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი ივნისიდან დავით სოლომონია.
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი კი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა 2017 წლის 15 ივნისიდან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved