პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ძაღლებად” რომ შენი მეგობარი პოლიციას მოიხსენიებს და ვიდეო-“ალიბის” დაამზადებს 2 დღით ადრე და შენ რომ ამ იდიოტიზმს დიდი ნიშნისმოგებით ავრცელებ და ამ დროს ხარ ქვეყნის პრეზიდენტის ქალიშვილი, დიდი სირცხვილიცაა და სიგიჟეც!” _ წერს კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ახალგაზრდა მამაკაცი საუბრობს, რომ პოლიციელები მისთვის ნარკოტიკის ჩადებას აპირებენ. როგორც მარგველაშვილის წერს, ამ ვიდეოს გადაღებიდან ორი დღის შემდეგ ჩაუდეს კიდეც.
“როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან?” _ წერს მარგველაშვილი.