იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ყველას მადლობას უხდის, ვინც მას მერის დაბადება მიულოცა.
“მერის და ჩვენი, მშობლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავითს და დავით გაგუას კლინიკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც პირველი საათები და დღეები გაგვინათეს და გაგვიადვილეს.
მერი კი ყველას მადლობას უხდის, ვინც მას დაბადება მოულოცა! 3 კილო, 49 სმ”, – წერს თეა წულუკიანი.