საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტოს,“ კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ – ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ – სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.