მიმდინარე წლის 6 მარტს 81 წლის ლუიზა ვაიტი გახდა აშშ–ში პოპულარული “PowerBall”–ის ლატარიის, აქამდე გამართულ ყველა გათამაშებას შორის, ყველაზე დიდი პრიზის მფლობელი.
პენსიონერმა ბედნიერი ბილეთი შეიძინა, როდესაც საყიდლებზე იყო გასული მაღაზიაში, მაგრამ არაფერი უთქვამს ამის შესახებ შინაურებისათვის. გათამაშების წინა ღამეს მან ლატარიის ბილეთი ბიბლიაში შეინახა და წიგნთან ერთად ჩაიძინა, დილით კი მიიღო ინფორმაცია საოცარი მოგების შესახებ.
“მეც და ჩემი ოჯახიც ბედნიერი ვართ. ნამდვილად ღმერთის მადლი გადმოვიდა ჩვენზე“, – თქვა ვაიტმა.