ავსტრალიას ციკლონი “დები უტევს”. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შტატ ქვინსლენდიდან უსაფრთხოების მიზნით 30 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, ციკლონ დების 4 შტორმის ძალა აქვს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მალკოლმ ტარნბულმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ გაფრთხილების შემთხვევაში დაუყონებლივ დატოვონ საცხოვრებელი სახლი და სპეციალურ თავშესაფარში გადავიდნენ.
„მზად იყავით თავშესაფარში გადასასვლელად. გამზადებული გქონდეთ აუცილებლად საჭირო ნივთები და უსმინეთ რადიოს, რომ ციკლონის მიმართულების შესახებ ინფორმაცია შეიტყოთ“,_განაცხადა პრემიერმა.
ექსპერტების თქმით, ციკლონი დები ყველაზე ძლიერი შტორმია 2011 წლის შემდეგ, როდესაც ავსტრალიას ციკლონმა “იასმა” გადაუარა, რის შედეგადაც, სახლები და დასასვენებელი კუნძულები განადგურდა.