დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დაწესებული ყველა წესი გაუქმდება ან შეიცვლება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცვლილებები, მშრომელთა უფლებებიდან, გარემოს დაცვამდე ყველა კანონს შეეხება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, დიდი კანონპროექტი გაერთიანებულ სამეფოს დამოუკიდებელ და სუვერენულ ერად გარდაქმნის.
როგორც ცნობილია, ცვლილებები, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის დღესვე ძალაში შევა.
გავრცელებული ცნობით, დიდი ბროტანეათის პრემიერ-მინისტრმა გუშინ წერილი გაუგზავნა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, რის მიხედვითაც, ევროკავშირის დასატოვებლად საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია.