მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში 100 000 -ზე მეტმა მოქალაქემ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირა. რეფორმის დაწყებიდან დღემდე სააგენტოს ამ მოთხოვნით 170 ათასამდე მოქალაქემ მიმართა. აქედან 100 000რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა. ამჟამად საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში 15 ათასამდეგანცხადებაა გაგზავნილი, 8 ათასამდე მოქალაქის განცხადება შესწავლისა და განხილვის პროცესშია, 44 ათასამდე განცხადებაზე კი საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში იძიებს.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, უძრავი ქონების რეგისტრაციისპროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. რეფორმის დაწყება მიწის რეგისტრაციისკუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რეფორმის ფარგლებში კი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია 10 % -ით გაიზარდა, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის იმავე პერიოდს.
რეფორმის ფარგლებში. საჯარო რეესტრს დღეში, საშუალოდ, 2200-მდე განცხადება შემოდის. მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობა საჯარო რეესტრის თანამშრომლების განსაკუთრებულ მობილიზებას ითხოვს. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში თითოეულ განცხადებაზე რეგისტრატორი მოქალაქეს ტელეფონით უკავშირდება და მის თაობაზე დამატებით განმარტებებს პირადად აწვდის.
სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებსნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 157 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა დამოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს. 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანაა დანიშნული. სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი, იაფი მეთოდია და მოქალაქეებსწარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.
რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც და იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენიდოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარორეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყებისწარმომადგენელს რთავს. მომსახურება უფასოა და პროექტის ფარგლებში ამ სერვისით უკვე 1000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდანგანხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტის შესაბამისად სრულდება. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა დამოქალაქეს შორის. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე,ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.
აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურების ახალი წესი განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის ბრძანებით, რაც მიმდინარე რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. რეფორმის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ 32 387 აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პროგრამა, რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა (www.napr.gov.ge)განთავსებული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ სტატისტიკურმონაცემებს გაეცნოს (მიღებული განცხადებები საქართველოს მასშტაბით და მუნიციპალიტეტების მიხედვით, წარმატებითდასრულებული რეგისტრაციები, სხვა უწყებებში საბუთების მოძიებისათვის გადაგზავნილი მოთხოვნები და სხვ.).
რეფორმის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო მომსახურება. დაინტერესებულპირებს ინფორმაციის მიღება ადგილზე მისვლის გარეშე, იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე (2 405 405) შეუძლიათ. პირველიაგვისტოს შემდეგ ცხელ ხაზზე პროექტის შესახებ ინფორმაცია უკვე 41 ათასზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. Facebook-ის პირადიშეტყობინების სერვისით 4000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, ელექტრონული ფოსტის − info@napr.gov.ge − მომსახურებით კი −3000-მდე მოქალაქემ.
მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციისსახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405, საჯარო რეესტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ანელექტრონული ფოსტით
როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს ინციატივით 2016 წლის 1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმადაიწყო. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციისპროცესში აწყდებიან. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერებირომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარორეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, საფასურის გარეშეხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთახელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტებისკონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშერეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტებისმიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს).
(R)