საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში 4.8%-ია.
პრემიერის განცხადებით, ასევე გაზრდილია ტურისტების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების რაოდენობა:
„2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო, ორი თვის ჯამური მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 4.8%-იანი რეალური ზრდა.
ექსპორტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაზრდილი
4პუნქტიანი გეგმა თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.