საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მისი საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ დებატების მოწყობას სთავაზობს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დებატების ტრადიცია.
„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პარლამენტის ფუნქციაზე, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება უნდა ისმოდეს, უნდა იყოს მსჯელობა პოლიტიკურ თემებზე; ეს ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკურ კულტურას და მე ვიქნებოდი მოხარული, რომ ის რაც აქამდე სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას თან სდევდეს დებატები, ეს ტრადიცია შედგეს და პარლამენტმა რეალურად ამ გამოსვლის ირგვლივ დებატები მოაწყოს”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved