სიღნაღის ,,არქიმედეს” კლინიკაში, სავარაუდოდ, ენტეროვირუსით კიდევ 2 მოზარდი მოათავსეს.
პირღებინება და მაღალი ტემპერატურა – ეს ის სიმპტომებია, რომელიც ბავშვებს აღენიშნებათ.
ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს მართალია საფრთხე არ ექმურება, თუმცა ისინი კლინიკაში მკურნალობას ამ ეტაპზეც განაგრძობენ.
გახშირებული ვირუსული ინფექციის გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საგანგებო რეჟიმზე გადადის.
სამსახურმა სოფელ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი უკვე შეაჩერა.
მაია შაიშმელაშვილი ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით არ გამორიცხავს ანალოგიური გადაწყვეტილება ყველა იმ სააღმზრდელო დაწესებულებაში მიიღოს, სადაც ვირუსული ინფექციების შემთხვევები დაფიქსირდა.
მომხდარს სურსათის ეროვნული სააგენტოც სწავლობს. უწყება კვლევის შედეგებს რამდენიმე დღეში გაავრცელებს.
ორი დღის წინ სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი პირღებინებით და მაღალი ტემპერატურით რაიონულ საავამყოფოში მოათავსეს. 2-დღიანი მკურნალობის შემდეგ კი ისინი სახლში გაწერეს.
წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ენტეროვირუსია.
imedinews.ge