საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაწესდება.
ეს ინიციატივა ბიუროს სხდომაზე უკვე დაარეგისტრირეს.
პროექტის თანახმად, ჯარიმას არა კანონდარმღვევი, არამედ ობიექტის მეპატრონე გადაიხდის.
“ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ ეს პროექტი თამბაქოს რეკლამის აკრძალვასაც ითვალისწინებს.