უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტ მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, პარლამენტის თავმჯდომარის შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს მკაცრი გამოსვლები.
”საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველივე დღიდან პრეზიდენტი ჩადგა ისეთ პოზიციაში, რომელსაც არ მინდა ბოიკოტი ვუწოდო, მაგრამ რეალურად გაემიჯნა. ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს მწვავე გამოსვლები. პრაქტიკულად, პარალელურ პროცესს აწარმოებს, მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს. ახლა იქ გვერდით გაყვანა მოხდა და ყურში ჩაჩურჩულება, რომ მოდი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდეთ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თვალხილული რასაც ვხედავ პროცესს, საკმაოდ არაჯანსაღი და არასწორი მოქმედებები შეიმჩნევა პრეზიდენტის მხრიდან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.