რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა, ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
ამ დროისათვის გზაზე მოძრაობა შეფერხებული არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე ბრიგადა, ასევე სამაშველო სამსახურიც. თვითმხილველების თქმით, „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც ავარია მოჰყვა.