ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელო რამდენიმე საათში დაიწყება.
სოფლის ცენტრში მზადება უკვე დაწყებულია. ლელომდე ადგილობრივი ანსამბლები და სპორტული ჯგუფები სხვადასხვა აქტივობას გამართავენ.
წელს ლელოზე ბევრ სტუმარს ელოდებიან. 16-კილოგრამიანი ბურთი უკვე ტაძარშია და ტრადიციულად, მას მამა საბა გადაუგდებს მოთამაშეებს.