საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საკითხებზე ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება.
„უკვე მერამდენედ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ.
ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია.
ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის საკითხებზე ადმინისტრაციის მხრიდან კომენტარი აღარ იქნება“, _ განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ამავე თემაზე:
თუ სპეკულირება გაგრძელდება, პრეზიდენტი მომავალ წელს არაპირდაპირი წესით აირჩევა _ კობახიძე
“შემაშფოთებელია ის, რომ ამით ხელმძღვანელობს პრეზიდენტიც” _ ირაკლი კობახიძე