https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სანამ უნდა იყოს ქუჩის ქალივით ქუჩის კუთხეში აყუდებული _ სამიანზე შესრულებული ბიუჯეტი

15:05; 2.05.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ზაზა ურუშაძემ დეპუტატებს გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ანგარიში წარუდგინა, სადაც ვრცლად ისაუბრა გახორციელებულ ინფრასტრუქტურულ თუ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე. მისი თქმით, ძირითადი ვალდებულებები, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა აღებული, შესრულებულია.

 „ბოლო წლებში ჩვენთან, დაახლოებით, 30 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა ინფრასტრუქტურის მხრივ. ოთხი მუნიციპალიტეტი გვისწრებს მხოლოდ, ესეც იმიტომ,  იქ ლანჩხუთთან შედარებით დიდი ქალაქები ფიგურირებს“, _ აღნიშნა საკუთარი მოხსენებისას ზაზა ურუშაძემ, რომელმაც შედარება წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდთანაც გააკეთა.

 „ნაციონალების“ დროს რვა მილიონი იყო შემოსული ამ კუთხით და სხვაობას კი უნდა ხედავდეთ. 2013 წელს, როცა მე გავხდი გამგებელი, ბიუჯეტი მილიონ 400 ათასი ლარი იყო, ახლა კი გაორმაგებულია. თან ეს იმ პირობებში, როცა ლანჩხუთში არც საწარმო გახსნილა და არც ფაბრიკა-ქარხნები. ეს არის სწორედ სწორი მენეჯმენტის დამსახურება. გამგებლის ფუნქციაა, რაც შეიძლება მეტი ფული მოიზიდოს“.

ეს სიტყვები გამგებელმა იმ დეპუტატთა გასაგონად განაცხადა, ვინც სწორედ მენეჯმენტს უწუნებდა მას.

 „ურუშაძის მოხსენების შემდეგ ყოფილი გამგებელი, გია გოგუაძე დაინტერესდა, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაზე, რამაც, საბოლოოდ, გეგმის შეუსრულებლობა გამოიწვია.

„მესამედ ვისმენთ თქვენგან ბიუჯეტის ანგარიშს და არცერთი არ იყო შესრულებული. ყოველთვის წლის ბოლოს ბიუჯეტში იყო სეკვესტრი და ყოველთვის მოდიოდა მთავრობის დახმარება სარეზერვო ფონდიდან. განცხადებებს როცა აკეთებთ, რომ ჩემი დამსახურებაა სამ მილიონამდე რომ გაიზარდა ბიუჯეტიო, თქვენი სამწლიანი გამგებლობის პერიოდში გადახედეთ ბიუჯეტს და თუნდაც ერთი საკრებულოს სხდომა დამისახელეთ, სადაც, გარდა ინფრასტრუქტურული შემოსავლებისა, ადგილობრივი შემოსავლებით გაზრდილა ბიუჯეტი. იქნებ მითხრათ, ვინ არის პასუხისმგებელი ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვასა და ხარჯვითი ნაწილის ვერშესრულებაზე?“_  იკითხა გოგუაძემ,  თუმცა, ურუშაძისთვის გაუგებარი დარჩა რა პასუხისმგებლობის აღებაზეა საუბარი, როცა ბიუჯეტის შევსებას, სულ რაღაც, 1,4% დააკლდა.

 ამ სხდომაზე გამგებელს კვლავ შეახსენეს, რომ გამგეობასა და საკრებულოში ინტერნეტისა და ქსეროქსის პრობლემაა მოსაგვარებელი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი ავტომანქანა გამოუსადეგარია – „ეს მანქანა სანამ უნდა იყოს ქუჩის ქალივით ხან ერთი ქუჩის კუთხეში აყუდებული და ხან მეორე ქუჩის. არ შეიძლება მისი შეცვლა?!“ _ იკითხეს დეპუტატებმა.

უცნობი დარჩა, რა ვერდიქტს გამოუტანენ საკრებულოს კუთვნილ მანქანას, თუმცა, გაირკვა, რომ ინტერნეტის პრობლემა გამგეობა-საკრებულოს მალე მოუგვარდება, რადგან ტენდერი უკვე გამოცხადებული ყოფილა.

შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი საკრებულოში, აკაკი იმნაიშვილი სოფლის ყოფილი კულტურის სახლის შენობის ბედით დაინტერესდა, რაზეც  გამგებელმა განმარტა, ეს შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება.

„სპეციალისტების დასკვნა არსებობს, რომ იგი ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარია,  არ არსებობს არმატურა და სხვა რამ, რაც შენობის მდგრადობას ხელს შეუწყობს.   ინფრასტრუქტურის მინისტრსაც კი შეხვდი ამის თაობაზე, გავაცანი არსებული მდგომარეობა და შევთავაზე, რომ გვინდა ამ შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად სპორტდარბაზის აშენება, რაზეც თანხმობა მივიღე. თუმცა, შემდეგ თქვენ მოხვედით ჩემთან და მოსახლეობის ხელწერები მომიტანეთ, რომ არ გინდათ ამ შენობის დანგრევა. შენობა ამორტიზირებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია, 1934 წელსაა აშენებული“, _ თქვა ურუშაძემ, თუმცა პასუხი მიუღებელი დარჩა იმნაიშვილისთვის.

„ეს შენობა გასული საუკუნის  60-იან წლებშია აშენებული და სოფლისთვის უნიკალურია.  მე-12 საუკუნის ძეგლების აღდგენა–რესტავრირება ხდება და ამას ვერ შეინარჩუნებთ?! უბრალოდ, არ გინდათ და ეს არის სიმართლე. შეთანხმებულები ვიყავით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მოგვეწვია, მითხარით, ვის შეამოწმებინეთ?! ტყუილია ეს ყველაფერი“, _ ცხარობდა შუხუთის მაჟორიტარი, რომელიც გამგებლისგან პასუხსაც ითხოვდა კითხვაზე _ რა დაპირება ვერ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა.

„საკრებულოს ერთ–ერთ სხდომაზე განაცხადეთ, რომ მე კი არა, ყველა დაპირება ბიძინა ივანიშვილმაც ვერ შეასრულაო. მაინტერესებს, რას დაჰპირდა ბატონი ბიძინა ხალხს და რა ვერ შეასრულა. გამეცით ამ კითხვაზე პასუხი“, _ რამდენჯერმე ჰკითხა აკაკი იმნაიშვილმა გამგებელს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. სამაგიეროდ, გამგებელმა გუნდური თანადგომა დაუწუნა დეპუტატს და ჩავლილი თვითმმართველობის არჩევნები შეახსენა,

„სიმართლე ისაა, რომ თქვენ თვითმმართველობის არჩევნებზე მე მხარს არ მიჭერდით,  მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ იყავით დასახელებული სოფლის მაჟორიტარად“.

საპასუხოდ იმნაიშვილმა საკრებულოს წევრების ნაწილსა და ჟურნალისტებს საარჩევნო ბიულეტენისთვის გადაღებული ფოტო აჩვენა _ „აქ კარგად ჩანს,  თუ ვინ შემოვხაზე. ეს ფოტო გამგებელსაც  ვაჩვენე და კარგად იცის, რომ ხმა მას მივეცი, ახლა კი საუბრობს მხარს მე არ მიჭერდიო. აგერაა ფაქტი, მეტი რა ენით ვისაუბრო“, _ დასძინა მან.

 საკრებულოს წევრმა დარეჯან ბურჭულაძემ კი ზაზა ურუშაძეს ის პრობლემა შეახსენა, რაც გრიგოლეთის პლაჟზე ექმნებათ დამსვენებლებს.

„ე.წ. ბახმაროს დასახლებაში პლაჟზე გასასვლელი, ფაქტობრივად, აღარ არის, ყველაფერი ისეა გადაღობილ-გადმოღობილი. ამ პრობლემაზე საუბრისას ერთმა ჩემმა კოლეგამ ფაქტებით საუბარი მირჩია და აი, ფაქტებიც, ფოტოები გადავუღე იქაურობას. მაინტერესებს, მე ან ვინმე ჩემმნაირმა რიგითმა ადამიანმა ერთი მეტრი მიწაც რომ შემოღობოს პლაჟზე, აპატიებს ვინმე? რატომ აძლევთ მაშინ იმ ხალხს უფლებას, თვითნებურად დაისაკუთრონ პლაჟი?“ _ იკითხა ბურჭულაძემ, რაზეც ურუშაძისგან პასუხად მიიღო, რომ მისი გამგებლობის პერიოდში იქ არ გაცემულა მიწა კერძო საკუთრებაში.

საბოლოოდ, დეპუტატთა შეფასებით, გამგებლის მიერ წარმოდგენილი გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშმა ხუთბალიანი შეფასებიდან სამი ქულა მიიღო.

„ჯამში ჩვენ მიერ დაგეგმილ ბიუჯეტში დაგვაკლდა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი. ქებათა ქება ეკუთვნის გამგეობის საფინანსო სამსახურს, რომ ჩვენს მიერ არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი 98%-ით შესრულდა. მადლობა ლაშხიას და მის გუნდს. მოკლედ, ბიუჯეტის შესრულება დამაკმაყოფილებლად შეფასდა, ანუ სამიანი დავწერეთ“, _ ფრაქციათა კოალიციის სახელით განმარტა დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთში ახალი ცენტრი „ნაბიჯი სინათლისკენ” _ განვითარების აკადემია/,,Steb Towaed the Ligt” -Development Academy სგაიხსნა

14:53; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14 თებერვალი, 2026

ჯონი დეპს კვლავ უჩივიან

ჰოლი ბერის მამაკაცებმა ერთმანეთი დაჭამეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ოზურგეთში ახალი ცენტრი „ნაბიჯი სინათლისკენ” _ განვითარების აკადემია/,,Steb Towaed the Ligt” -Development Academy სგაიხსნა

14:53; 14.02.2026
ზაფრანი

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

14:17; 14.02.2026
მსოფლიო

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

13:38; 14.02.2026
სამართალი

შსს-მ სამი არასრულწლოვანი დააკავა

13:06; 14.02.2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14.02.2026
საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026
საზოგადოება

რომელ ავტომობილებზე არ გავრცელდება შეზღუდვა რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება – სამინისტროს განცხადება

10:16; 14.02.2026
ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო