_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საზოგადოებასთან შეხვედრა მოეწყო, სადაც ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის სოფლების სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, თუ როგორ უწევენ პროპაგანდას წაკითხულ წიგნს.
ფასილიტატორმა ინგა დუმბაძემ საზოგადოების წარმომადგენლებთან ოზურგეთის ბიბლიოთეკების ისტორიის პრეზენტაცია წარმოადგინა, ხოლო ბიბლიოთეკის დირექტორმა ლიკა ბაქანიძემ ამ მიმართულებით ისტორიული წყაროები მიმოიხილა.
_ გაეროს განვითარების პროგრამით საქართველოში დაფინანსდა პროექტი: “ოზურგეთის ბიბლიოთეკა თანამედროვე გამოწვევათა პირისპირ”, რაც უდიდესი წინსვლაა ჩვენთვის. გადაიხურა ბიბლიოთეკა, შეძენილია ლიფტი შშმ პირებისთვის, რასაც მალე მივიღებთ, დამონტაჟდება და გავა ექსპლუატაციაში. ასევე, მოეწყობა ბავშვთა ოთახი, სადაც შეეძლებათ მცირე დროით დატოვონ ბავშვები, გაართონ, წაუკითხონ წიგნები, აჩვენონ მულტფილმები და ასე შემდეგ. ჩატარდება ტრენინგები ცენტრალური, სასოფლო და სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის, _ თქვა ლიკა ბაქანიძემ. მან, ასევე, დააანონსა საზოგადოებრივი შეხვედრები ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებზე, როგორიცაა ბიუჯეტი, საგზაო უსაფრთხოება და გენდერული საკითხები.