162-ე სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან სკოლის პედაგოგმა ხათუნა ქეტიაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით დირექტორმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და სკოლა ფაქტის წინაშე დააყენა.
პედაგოგები აცხადებენ, რომ მოსწავლეები და მშობლები გაფორმებული მემორანდუმის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ, შესაბამისად, პედაგოგთა კოლექტივი მემორანდუმის გაუქმებას მოითხოვს.