ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს. სერბეთის ქალაქ ნოვისადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ხინჩეგაშვილმა უკრაინელ პიეტრო ბიელიჩუკს მოუგო, მანამდე კი მოლდოველი და აზერბაიჯანელი მოჭიდავეები დაამარცხა.
61 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ხინჩეგაშვილის მეტოქე ფინალში რუსი აჰმედ ჩაკაევი იქნება. დღეს ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ავთანდილ კენჭაძე გამოვიდა, რომელიც მეოთხედფინალში სომეხ გრიგორ გრიგორიანთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
ევროპის ჩემპიონატზე 3 მაისს, ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.