შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 1963 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას დააკავეს.
ერთობლივი ღონისძიებები თბილისის ინტერპოლის და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის – “სარფი” თანამშრომლებმა ჩაატარეს.
“დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 461-ე და 473-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობას და თავდასხმით ქურდობას გულისხმობს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.