დღეს, ჩოხატაურის “ბახმარომ” მერვე ტურში, სტუმრად, სენაკის “ეგრისი” გაანადგურა. პირველი ტაიმის მეჩვიდმეტე წუთზე ანგარიში გიგა კვერენჩხილაძემ გახსნა. ამ გოლში დიდი წვლილი თემურ შარაშენიძემაც შეიტანა _ ბახმაროელთა ცხრიანმა რამდენიმე მეტოქე მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა და საგოლე პასი გააკეთა. მისივე ჩაწოდების შემდეგ, მეორე ტაიმში ყველას ისევ კვერენჩხილაძემ დაასწრო და ანგარიში ორამდე გაზარდა.
ძალიან მალე, ქურდობაძის ფლანგიდან გარღვევის და ჩაწოდების შემდეგ, კვერენჩხილაძემ ჰეტრიკი გაიფორმა.
საერთო ჯამში, გიგა კვერენჩხილაძეს “ბახმაროს” მაისურით 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას.
აღსანიშნავია, რომ ბახმარომ არც ამ მატჩში გაუშვა გოლი და რეკორდს ყოველ ტურში აუმჯობესებს.
“ბახმარო” მორუგ მატჩს 15 მაისს, საკუთარ მოედანზე ოზურგეთის “მერცხალთან” გამართავს.