ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულ მხარეებად სცნო.
საგამოძიებო უწყებამ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს 2017 წლის 6 აპრილს გაგზავნილი წერილის პასუხად მისწერა, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეში ისინი დაზარალებულებად უკვე ცნობილნი არიან. პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს სისხლის სამართლის საქმის მასალების შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს პროკურატურაში გამოცხადების შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
მთავარი საგამოძიებო უწყების სახელით გაგზავნილ წერილს პროკურორი ალექსანდრე მუყასაშვილი აწერს ხელს, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ხელმძღვანელობს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროკურატურას ორჯერ მიმართეს. პირველად ოფიციალური განცხადებით 6 აპრილს მიმართეს, რომელშიც მათთვის დაზარალებულად ცნობის ქაღალდის გადაცემას ითხოვდნენ. პროკურატურას პასუხი ორი კვირის ვადაში უნდა გაეცა, მაგრამ დვალის მაისის დასაწყისში ამბობდა, რომ პასუხი არ მისვლიათ. რის გამოც, მათ იგივე მოთხოვნით, ამჯერად მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე შეიტანეს პროკურატურაში განცხადება.