საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს ხვდება.
შეხვედრა ამ წუთებში სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი და რექს ტილერსონი საქართველო-ამერიკის სტატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს განიხილავენ.
პრემიერ-მინისტრთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტში იმყოფებიან საქართველოს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.